Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულებაზე - ჩემი მისვლა არ შეიძლება
ambebi.ge
23 June 2017, 12:20
დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახმა პატრიარქს დაკავებული სასულიერო პირის მონახულების თხოვნით მიმართა, რაზეც უწმინდესმა მათ უარი უთხრა.

უწმინდესს დეკანოზის მონახულების თხოვნით მიმართა მამალაძის დამ და ძმამ.

"იქნებ მოინახულოთ მამაო. იქნებ რა აქვს სათქმელი, იქნებ ძალიან ბევრი რამ უნდა გითხრათ თქვენ. 4 თვეა ის არ ზიარებულა, 4 თვეა აღსარება არ უთქვამს, იქნებ თქვენ დაეხმაროთ და თქვენ ნახოთ. იქნებ თქვენ მიხვიდეთ და თქვენ ნახოთ, ან თვითონ მამაო მოვიდეს, ხომ შეიძლება?", - მიმართა დეკანოზის დამ უწმინდესს, რაზეც არქიმანდრიტმა დავით ჭინჭარაულმა უპასუხა, რომ მას და მამა კახაბერ Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. გოგოტიშვილს დავალებული ჰქონდათ, რომ დეკანოზი მოენახულებინათ.

"თქვენო უწმინდესობავ, ბობოყვათში გამგზავრებამდე თქვენ დაგვავალეთ მე და მამა კახაბერს ეს საქმე, რომ მამა გიორგი მოგვენახულებინა იმ დაწესებულებაში, სადაც ახლა მამა გიორგი ბრძანდება და ახლა ჩამოვედით, ჩამობრძანდით თქვენ. შევჯერდებით, რომ მამა გიორგის ხვალ ან ზეგ მოვინახულოთ. საბუთებს მოვაწესრიგებთ და მოვინახულებთ", -აღნიშნა დაით ჭინჭარაულმა.

თორნიკე მამალაძემ კი საპასუხოდ აღნიშნა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე თავიდანვე ითხოვს, რომ შეხვედრა მოხდეს ან პატრიარქთან, ან მეუფესთან.

"ჩემი მისვლა არ შეიძლება, იმიტომ, რომ იტყვიან რომ ზეგავლენა იქონიაო, ეს არის ზეგავლენაო", - ბრძანა უწმინდესმა.

უწმინდესისა და დეკანოზის ოჯახის წევრების შეხვედრა 21 ივნისს, საპატრიარქოში გაიმართა. შეხვედრის აუდიოჩანაწერი დღეს თავად საპატრიარქომ გაასაჯაროა.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი